|
|

axalqalaqiს municipaliteti |
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრი - ახალქალაქი.
istoria
მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალქალაქის მაზრაში შედიოდა, 1921-30 წლებში აღმოსავლეთ საქართველოს ახალქალაქის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. სამხრეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარს.
buneba
მუნიციპლალიტეტი მდებარეობს ჯავახეთის ვულკანურ ზეგანზე, რომლის სიმაღლე 1500-დან 3300 მ-მდე მერყეობს. პლატოს ზედაპირი ტალღობრივი ვაკეა, რომლის აღმოსავლეთ ნაწილში აღმართულია სამსრის ქედი (უმაღლესი მწვერვალი მთა დიდი აბული - 3301 მ). ტერიტორია - 1235 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 990 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ფარავანი, ჭობარეთი, ბარალეთისწყალი. ტბებიდან აღსანიშნავია კარწახის ტბა, ვაჩიანის ტბა, მრუდე ტბა.
მუნიციპალიტეტში მოიპოვება სასარგებლო წიაღისეული: ვულკანური წიდა (სოფელი ზაკვი), პემზა (სოფლები სულდა და ოკამი) და პერლიტი (სოფელი სულდა).
demografia
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
1989 |
69 256 |
2002 |
60 486 |
2014 |
45 070 |
2021 |
41 000 |
administraciuli rTeulebi
მუნიციპალიტეტში 65 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 64 სოფელი. ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო. მმართველობის ტერიტორიული ერთეულებია:
- 1 ქალაქი - ახალქალაქი
- 15 თემი - აზავრეთი, ალასტანი, არაგვა, ბარალეთი, გოგაშენი, ვაჩიანი, ზაკვი, კარტიკამი, კარწახი, კოჭიო, კუმურდო, ოკამი, სულდა, ხავეთი, ხოსპიო.
- 6 სოფელი - დილისკა, კოთელია, პტენა, ტურცხი, ჩუნჩხა, ხანდო.
ekonomika
სოფლის მეურნეობაში წამყვანია მეცხოველეობა, მოჰყავთ საგაზაფხულო ხორბალი და კარტოფილი. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული, ძირითადი დარგია კვების მრეწველობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის რკინიგზის ხაზი (მარაბდა-ახალქალაქი), რომელიც 2018 წლის გაზაფხულიდან დაუკავშირდა სასაზღვრო პუნქტ კარწახს და რომელმაც ერთმანეთთან შეაერთა საქართველოსა და თურქეთის რკინიგზები.
kultura
მუნიციპალიტეტში 67 საჯარო სკოლაა, 61 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი (მხარეთმცოდნეობის).
RirSesaniSnaobebi
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ბევრია ადრინდელი და შუა საუკუნეების ქართული კულტურის ძეგლები:
|
|  |
foto galerea
axalqalaqis soflebi
მხარე |
სამცხე-ჯავახეთის მხარე |
ადმინისტრაციული ცენტრი |
ახალქალაქი |
კოორდინატები |
41°24`20″ ჩ. გ. 43°29`10″ ა. გ. |
ფართობი |
1235 კმ² |
მოსახლეობა |
45 070 კაცი (2014) |
სიმჭიდროვე |
36,5 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა |
სომხები 92,9 %
ქართველები 6,8 % |
სარწმუნოებრივი შემადგენლობა |
გრიგორიანები 78,8 %
კათოლიკეები 11,7 %
მართლმადიდებლები 5,7 %
მუსლიმები 1,9 % |
სასაათო სარტყელი |
UTC+4 |
სატელეფონო კოდი |
+995 (362) |
საფოსტო ინდექსი |
0700–0799 |
ოფიციალური საიტი |
https://akhalkalaki.gov.ge/ |
 |
 |
ახალქალაქის დროშა |
ახალქალაქის გერბი |
კოთელია - შუა საუკუნეების დარბაზული ტიპის ეკლესია
კოჭიოს - ეკლესია
კუმურდო - სოფელში დგას 964 წელს აშენებული კუმურდოს ეკლესია
აგანა - ბაგრატ III კურაპალატია მოხსენიებული
აზავრეთი - დარბაზული ტიპის შუა საუკუნეების დიდი ეკლესია
ვარევანი - სოფლის მახლობლად არის ვარდისციხის ნასოფლარი, ციხის ნაშთებით.
მურჯახეთის განძი და მურჯახეთის ბრძოლა
ალასტანის ეკლესია X–XI სს.
ბავრის ეკლესია
ღრტილის კრება
ბავრა - ეკლესია
ბარალეთი - ეკლესია
დიდი სამსარი - კლდეში ნაკვეთი საეკლესიო კომპლექსი
ბურნაშეთი - შემორჩენილია დარბაზული ტიპის დიდი ეკლესია
გოგაშენი - ვანის ქვაბთა მონასტერი და გოგაშენის ეკლესია
გოკიო - ისტორიული ძეგლები |
|